ფასილიტაცია- ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ტერმინი ,,ფასილიტატორი'' გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. ფასილიტატორი არის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი )
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი
რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყველა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ სკოლის განვითარებაში. ამდენად, ფასილიტატორის ინსტიტუტის წარმატებით დანერგვა და ამოქმედება არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლის, არამედ საბოლოოდ მთლიანად სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს (მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ). უფრო დაწვრილებით. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქცია მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სქემის გზამკვლევში (ნაწილი I )
ფასილიტატორს ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.